Agreement • GE / EN

ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება

CAR RENTAL AGREEMENT

წინამდებარე ხელშეკრულების დადების მიზანია თქვენსა (როგორც ავტოდამქირავებლის, შემდგომში მოხსენიებული როგორც „ავტომანქანის დამქირავებელი“) და ავტოგამქირავებელს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ავტომანქანის გამქირავებელი“) შორის ავტომანქანის ქირავნობის ურთიერთობის წარმოშობა, რომლის თანახმადაც „ავტომანქანის დამქირავებელი“ ქირაობს, ხოლო „ავტომანქანის გამქირავებელი“ აქირავებს ავტომანქას, რომლის საბოლოო დეტალიზაცია მოცემული იქნება ავტომანქანის გადაცემისას ხელმოწერილ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩაბარების აქტში.

The purpose of this agreement is to establish a car rental relationship between you (hereinafter referred to as the "Car Renter") and the car provider (hereinafter referred to as the "Car Provider"), whereby the "Car Renter" rents, and the "Car Provider" leases a car, the final details of which will be specified in the car handover protocol signed upon the transfer of the car.

ამ ხელშეკრულებაში „თქვენ“ და „თქვენი“, „კლიენტი“ ნიშნავს ავტომობილის დამქირავებელს, იმ პიროვნებას, რომელიც ხელს აწერს და არის ამ ხელშეკრულების დამქირავებელი მხარე.

In this agreement “you” and “your”, “Client” means Car Renter, the person who signs and is the renter party of this Agreement.

ეს გაქირავების ხელშეკრულება, წესები და პირობები, რომლებიც მოცემულია ვებგვერდზე (www.parent.ge), ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც თქვენ ხელს აწერთ ან ელექტრონულად დაეთანხმეთ, ნებისმიერი დოკუმენტი ან ხელშეკრულება (ან ბმულები ონლაინ დოკუმენტებზე ან ხელშეკრულებებზე), რომლებიც გამოგიგზავნეთ ელექტრონულად თქვენს ქირავებასთან დაკავშირებით, კონფიდენციალურობის შეტყობინება და ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი ქირავნობის გამოთვლილი ხარჯებით, ერთობლიობაში წარმოადგენს გაქირავების ხელშეკრულებას და ერთიანად იდენტიფიცირდება როგორც „ხელშეკრულება“.

This rental agreement, Terms and Conditions which are provided on the web-page (www.parent.ge), any documents signed by you or to which you have electronically consented, any documents or agreements (or links to online documents or agreements) sent to you electronically in connection with your rental, the Privacy Notice, and a Handover protocol with the computed rental charges together constitute the rental agreement collectively is identified as “Agreement”.

დამატებითი წესები და პირობები შეიძლება იყოს განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე (www.parent.ge) და ეს პირობები წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს.

Additional terms and conditions may apply on our web-page (www.parent.ge) and these terms are part of the Agreement.

გენერალური პირობები

General terms

წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „ავტომანქანის მიმწოდებელი“ ვალდებულია მიაწოდოს ხოლო „ავტომანქანის დამქირავებელი“ ვალდებულია მიიღოს დროებით მფლობელობაში ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში „მანქანა“), წინამდებარე პირობების შესაბამისად.

წინამდებარე ხელშეკრულება განუსაზღვრავს „ავტომანქანის დამქირავებელს“ პირობებს მანქანის ქირავნობის დროს.

„ავტომანქანის დამქირავებელი“ ვალდებულია გადაუხადოს „ავტომანქანის მიმწოდებელს“ ქირავნობის თანხა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

Based on this agreement, the "Car Provider" is obliged to provide, and the "Car Renter" is obliged to accept temporary possession of the motor vehicle (hereinafter referred to as the "Car"), in accordance with the terms herein.

This agreement specifies the conditions for the "Car Renter" during the car rental period.

The "Car Renter" is obliged to pay the "Car Provider" the rental fee in accordance with the terms of this agreement.

ქირავნობის საგანი

Rental object

ქირავნობის საგანს წარმოადგენს ავტომანქანა.

The subject of the lease is a vehicle.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა

Maturity of the agreement

ხელშეკრულების მოქმედების ვადა წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ავტომანქანის დამქირავებლის მიერ ვებ-გვერდზე www.parent.ge ელექტრონული სახით ხელმოწერის შემდგომ და ძალაშია მხარეთა ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.

წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ავტომანქანის დამქირავებეელს მანქანა გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ.

ქირავნობის დროის ათვლა დაიწყება ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ.

წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

This Agreement enters into force from the moment of its electronic signing by Car Renter on www.parent.ge and is valid till full fulfilment of the obligations.

The Car shall be transferred to Car Renter according to the present Agreement upon signing the Car Hand-Over Protocol.

Maturity of the renting period will be counted from the signing of the Car Hand-Over Protocol.

The expiration of the present Agreement shall not liberate the parties from the pending liabilities.

ქირავნობის ღირებულება და ანაზღაურების წესი

Rental Cost and Payment Procedure

სტანდარტული ონლაინ დაჯავშნა არ მოითხოვს წინასწარ გადახდას. დადასტურება ხდება ავტომანქანის გამქირავებლის დაჯავშნის ელ.ფოსტაში გაგზავნილი აქტივაციის ბმულით.

ქირავნობის ფასში შედის, დაჯავშნის პროცესში შერჩეული დაზღვევა ავტომანქანისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ წინასწარ გადახდას და ვებგვერდი გაძლევთ ამის შესაძლებლობას, შეგიძლიათ წინასწარ გადაიხადოთ ქირავნობის ფასის ნაწილი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოთ ავტომანქანის მიღებისას.

ქირავნობის დაწყებამდე განხორციელებული გადახდები უნდა გადამოწმდეს ჩვენს 24-საათიან ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე: +(995) 599 830 066 ან ელ.ფოსტის მეშვეობით: Info@parent.ge

თუ ქირავნობა გაუქმდება ცხელი ხაზის ან ავტომანქანის მფლობელის მიერ, წინასწარ გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.

ქირავნობის ფასში არ შედის საწვავის ღირებულება. ავტომანქანა გადმოგეცემათ სავსე საწვავის ავზით და დამქირავებელმა თავად უნდა შეავსოს იგი და ქირავნობის დასასრულს დატოვოს სავსე ავზი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება ნაკლული საწვავის ღირებულება.

დებეტ/საკრედიტო ბარათით გადახდა (Visa ან Mastercard დებეტის ან საკრედიტო ბარათი): ქირავნობის ფასს ემატება დამატებითი 3.5% საკომისიო. ბარათით გადახდა შესაძლებელია ავტომანქანის მიღების დროს (არა ონლაინ). ბარათით გადახდის არჩევა შესაძლებელია დაჯავშნის პროცესში.

საბანკო გადარიცხვა: უნდა მოითხოვოთ ელ.ფოსტით და გადაიხადოთ ქირავნობის დაწყებამდე სულ მცირე 1 კვირით ადრე და გადახდა უნდა განხორციელდეს ინვოისის მიხედვით.

ნაღდი ფული და დებეტ/საკრედიტო ბარათით გადახდა: გადახდა ხდება ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის (https://www.nbg.gov.ge) მიხედვით, რომელიც მოქმედებს ქირავნობის პირველ დღეს.

საბანკო გადარიცხვა: შესაძლებელია გადახდა ევროში ან აშშ დოლარში, გამოწერილი ინვოისის მიხედვით.

Standard Online reservation does not require prepayment. Confirmation is done by activation link in Car renter’s Reservation mail.

Rental price includes vehicle insurance, selected during booking process.

In the event that you choose to make a prepayment and the web-page provides this option, you may pay a portion of the rental price in advance, with the remaining balance to be paid upon receipt of the vehicle.

Payments done with before the start of the rental must be double-checked by calling our 24 hour hotline at the number +(995) 599 830 066 or my e-mail: Info@parent.ge.

If rental is cancelled by hotline or a vehicle owner, full prepayment will be refunded;

Rental Price Does not Include fuel cost. The vehicle arrives with a full tank of petrol and Car Renter has to refill it by himself and leave the full tank by the end of the rental, otherwise, the cost of the missing fuel will be charged;

Debit/Credit Card payment (Viza or Mastercard Debit or Credit Card) additional charge of 3.5% is added to the rental price. Card payment can be made during vehicle pickup (not online). You can select a card payment during the booking process.

Bank transfer, must be requested by email and paid at least 1 week before the start of the rental and paid by invoice

Cash and Debit/Credit Card payments will be charged in GEL according to official exchange rate issued by the National Bank of Georgia (https://www.nbg.gov.ge) on the starting day of the rental period.

Bank transfers can be paid in EUR or USD according to the issued invoice

ქირავნობის ვადის გაგრძელება

Terms of extending rental period

ქირავნოის პერიოდის განმავლობაში, მანქანის მომწოდებელი არ არის ვალდებული გააგრძელოს ჯავშნის ვადა, თუ ამას მოითხოვს მანქანის გამქირავებელი.

იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანის დამქირავებელს სურს გააგრძელოს ჯავშანი, მიმწოდებელი და დამქირავებელი ვალდებულნი არიან გააფორმონ ახალი შეთანხმება და მიიღონ ახალი დადასტურება. ახალი ჯავშნის შემთხვევაში ავტომანქანის დამქირავებელი వალდებულია გადიხადოს ახალი ჯავშნის ღირებულება სარგებლობის პერიოდის დაწყებამდე. ანგარიშსწორების მეთოდი შესაძლებელია შეთანხმდეს მხარეთა შორის კლიენტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

During the rental period, the car provider is not obligated to extend the booking if requested by the car renter.

If Car Renter wishes to extend the booking, Car Renter has to make a new booking and receive a new confirmation. In case of extending booking, Car Renter is obligated to make a payment for a new booking before the start of the new rental period. Method of the payment can be agreed according to client’s location.

დაჯავშნის გაუქმება / რედაქტირება

Cancelling / Editing the booking

ონლაინ დაჯავშნა არ შეიძლება შეიცვალოს მანქანის დამქირავებლის მიერ. ამისთვის დაუკავშირდით ჩვენს 24-საათიან ცხელ ხაზს ნომერზე: +(995) 599 830 066 ან ელ.ფოსტაზე: Info@parent.ge

თუ რაიმე მიზეზით (მაგ. მანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო) მანქანის მომწოდებელი გააუქმებს ან შეცვლის დაჯავშნას, მანქანის მომწოდებელი შეეცდება იპოვოს სხვა ხელმისაწვდომი მანქანა მანქანის გამქირავებლისთვის იგივე პირობებით (მსგავსი ან გაუმჯობესებული). თუ მანქანის მომწოდებელმა ვერ იპოვა ხელმისაწვდომი მანქანა, მანქანის გამქირავებელი მიიღებს შეტყობინებას და წინასწრი გადახდის სრულ დაბრუნებას, მათ შორის მომსახურების საფასურს (თუ გადახდილია).

დაჯავშნის გაუქმება მანქანის გამქირავებლის მიერ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს დაჯავშნის შემდეგ.

Online bookings can’t be changed by Car Renter. For this contact to our 24 hour hotline at the number +(995) 599 830 066 or my e-mail: Info@parent.ge

If for some reason (e.g. due to a Car technical malfunction) Car Provider cancels or changes the booking, Car Provider will try to find another available Car for Car Renter to book in same conditions (Similar or upgraded one). If Car Provider cannot find available Car, the Car Renter will receive a note and full refund of prepayment, including service fee (if paid).

The booking cancellation by the Car Renter can be done any time after the booking by Car Renter.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

Refund policy

თანხის დაბრუნების პოლიტიკა მანქანის დამქირავებლის მიერ დაჯავშნის გაუქმების შემთხვევაში

ქირავნობის ვადის დაწყებამდე 48 საათზე მეტი ვადის არსბეობის შემთხვევაში - ავტომანქანის მიმწოდებელი სრულად აანაზღაურებს გადახდილ თანხას, მომსახურების საკომისიოს გამოკლებით;

ქირავნობის ვადის დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები ვადის შემთხვევაში - გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას;

თანხის დაბრუნების პოლიტიკა მანქანის მომწოდებლის მიერ დაჯავშნის გაუქმების შემთხვევაში:

თუ მანქანის მომწოდებელი გააუქმებს დაჯავშნას, მანქანის დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება მიიღოს დაჯავშნისთვის გადახდილი ყველა თანხის 100%;

იმ შემთხვევაში თუ ჯავშნის გაუქმება მოხდება ავტომობილის ქირავნობის პერიოდში, დამქირავებელს დაუბრუნდება მხოლოდ გამოუყენებელი დღეების ღირებულება.

Refund policy in case Car Renter cancels booking:

More than 48 hours left until start of the rental – Car Provider will refund full prepayment excluding service fee

Cancellation when less than 48 hours left until the rental - No refund applies

Refund policy in case Car Provider cancels booking:

In the event that the Car Provider cancels the booking, the Car Renter will be entitled to a 100% refund of all payments made for the reservation.

In case the booking is canceled during the car rental period, the renter will be refunded only the cost of the unused days.

ავტომანქანის გადაცემა

Car hand over

ავტომანქანის დამქირავებლისათვის გადაცემის დროს მხარეები ადგენენ ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტს.

ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტი უზრუნველყოფს ავტომანქანის გამჭვირვალე და დოკუმენტირებულ გადაცემას მანქანის მომწოდებლისგან მანქანის დამქირავებლისთვის, ასახავს ძირითად დეტალებს ორმხრივი შეთანხმებისთვის.

მიღება-ჩაბარების ოქმი, რომელიც გადმოცემულია ავტომანქანის გადაცემის დროს, მოიცავს მანქანის დამქირავებლისა და მანქანის მომწოდებლის ინფორმაციას და აღწერს მანქანის ამჟამინდელ მდგომარეობას.

მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ აღმოჩენილი დეფექტები არ იქნება მანქანის მომწოდებლის პასუხისმგებლობის სფეროში, რაც ნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით, შემდეგი პირობები იმოქმედებს:

- დმანქანის დამქირავებელი უარს ამბობს რაიმე პრეტენზიის გამოთქმაზე მანქანის ან მისი დეფექტის მიმართ;

- ადასტურებს, რომ მანქანის მდგომარეობა მისთვის მისაღებია;

- მანქანის მომწოდებელი თავისუფლდება ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან დეფექტის გასწორებასთან ან ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მათ შორის მესამე მხარის მიმართ წარმოქმნილ ზიანთან დაკავშირებით. მანქანის ექსპლუატაცია მანქანის დამქირავებლის უფლებამოსილებაშია, და მანქანის გამოუყენებლობა ან/და დაგვიანებული გამოყენება არ გამოიწვევს შეთანხმებული გაქირავების საფასურის გადაუხდელობას, გაქირავების საფასურის შემცირებას ან გადახდის ვადების ცვლილებას.

ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, ჩაითვლება, რომ მანქანის დამქირავებელი იწყებს მანქანის გამოყენებას ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის მომენტიდან.

თუ დაბრუნების დროს დადგინდება, რომ მანქანა დაზიანებულია, კერძოდ, თუ აღმოჩენილია დეფექტი/ზიანი, რომელიც არ იყო ნახსენები მიღება-ჩაბარების აქტში, მანქანის დამქირავებელი პასუხისმგებელი ხდება ნებისმიერი ხარჯისა და ზიანის ანაზღაურებაზე.

ყველა ზიანი, რომელიც დაფარულია დაზღვევით, და ზიანის დროს შესასრულებელი პროცედურები ჩამოთვლილია მანქანის მიღება-ჩაბარების აქტში.

At the time of handing over the vehicle to the Car Renter, the parties shall sign a car Hand-Over Protocol.

The Car Hand-Over Protocol ensures a transparent and documented transfer of the vehicle from the Car Provider to the Car Renter, capturing essential details for mutual agreement.

The Car Hand Over Protocol, provided at the time of vehicle handover, includes the Car Renter’s and Car Provider’s information and describes the current condition of the car.

Defects found in the item after the signing of the Hand-Over Protocol shall be beyond the responsibility of the Car Provider, thereby meaning that by signing the present Agreement and the Hand-Over Protocol the following shall apply:

- Car Renter refuses from expressing any claim towards the Car or its defect;

- Confirms that the condition of the Car is acceptable to him/her;

- Car Provider shall be liberated from any liability over the correction of the defect or compensation of damages, including the one incurred towards the third party. Operation of the Car is the authority of the Car Renter and lack of use and/or delayed use of the Car shall not lead to the refusal to pay the agreed rental fee or to a reduction of the rental fee, nor to any change in the due dates of payment.

For purposes of the present Agreement it shall be assumed that the Car Renter shall start using the Car at the moment of signing the Car Hand-Over Protocol.

If at the time of return it is identified that the Car is damaged, namely if a defect/harm is incurred, which was not mentioned in the Car Hand-Over Protocol the Car Renter shall become liable for compensation of any cost and damage.

All damages that are covered by insurance and procedures to be done during the damage are listed in the Car Hand-over Protocol.

მართვის მოწმობასთან დაკავშირებული წესები

Rules regarding driving license

ნებისმიერი მართვის მოწმობა, რომელიც დაშვებულია საქართველოს ტერიტორიაზე, მისაღებია, თუ ის შედგენილია ლათინური ალფავიტით და არ აქვს ტერიტორიული შეზღუდვა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მართვის მოწმობის ვალიდურობაზე. თუ მართვის მოწმობა შედგენილია სხვა ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე მის გამოსაყენებლად საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ მართვის მოწმობის თარგმნის პროცესში, თუმცა ეს არ წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას. მართვის მოწმობის ნოტარიული თარგმანის ხარჯებს, მათ შორის სანოტარო ბიუროსა და თარჯიმნის საფასურს, იხდის ავტომანქანის დამქირავებელი, და ეს თანხა არ შედის ქირავნობის ფასში.

Any valid driver’s license that is accepted on the territory of Georgia is acceptable, provided it is issued in the Latin alphabet and has no territorial restrictions. We are not responsible for the validity of the driver’s license. If the driver’s license is issued in any other language, a notarized translation is required for use on the territory of Georgia. We will attempt to assist with the translation process of the driver’s license, but this does not constitute our obligation. The costs of the notarized translation of the driver’s license, including notary and translator fees, shall be borne by the Car Renter and are not included in the rental price.

ასაკობრივი შეზღუდვები

Age restrictions

ნებისმიერი მძღოლი, რომელიც მინიმუმ 21 წლისაა და აქვს 1 წლიანი მართვის გამოცდილება ავტომატურად დაზღვეულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობით;

Any driver who is at least 21 years old and has 1 year of driving experience is automatically insured with all conditions listed below;

ავტომობილის მდგომარეობასთან დაკავშირებული წესები

Rules regarding car condition

იმ შემთხვევაში, თუ მანქანა არ შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ავტომანქანის მიმწოდებელი შეეცდება მოიძიოს სხვა ავტომანქანა (შენიშვნა: არ არის სავალდებულო)

ზიანის შემთხვევაში (რომელიც არ ფარავს დაზღვევა), მანქანის დამქირავებელი ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა და აანაზღაუროს შესაბამისი თანხა.

In case the Car does not comply with the agreed conditions, the Car Provider will try to find another Car for Car Renter (NOTE: Not mandatory)

In case of damages (not covered by insurance) Car Renter must take the responsibility for them and compensate the sufficient amount.

ტერიტორიული შეზღუდვები და ავტომანქანის ტიპები

Territorial Restrictions and Vehicle Types

ყველა მანქანა დაყოფილია 3 კატეგორიაში:

ქალაქისთვის / ავტომაგისტრალისთვის, არ არის დაშვებული უგზოობაზე

მარტივი უგზოობისთვის, დაშვებულია ნებისმიერ გზაზე, გარდა თუშეთისა და ვაშლოვანის ნაკრძალისა;

რთული უგზოობისთვის, დაშვებულია ნებისმიერი ოფიციალური გზა საქართველოში;

ჩვენი არც ერთი მანქანა არ არის დაშვებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი და ოსეთი)

All vehicles are separated in 3 categories:

For City / Highway, are not allowed on any off-road

For Easy Off-Road, are allowed on any road except Tusheti and Vashlovani Nature Reserve

For Difficult Off-road, are allowed any official road in Georgia

None of our vehicles are allowed to cross occupied territories (Abkhazia & Osetia)

მარტივი უგზოობის შესაძლებლობის აღწერა გასაქირავებელი მანქანებისთვის

Easy Off-Road Capability Description for Rental Vehicles

ჩვენი მანქანები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც "მარტივი უგზოობისთვის", შექმნილია კომფორტული და საიმედო მგზავრობისთვის დასახლებულ პუნქტებს შორის ნაკლებად მომთხოვნ ტერიტორიებზე. ეს კლასიფიკაცია ეხება ფუნქციონალურ გზებს, როგორიცაა სოფლის ან ლოკალური გზები, რომლებიც აკავშირებენ სოფლებს, დაბებს ან სხვა დასახლებებს. ამ გზებს შეიძლება ჰქონდეს ხრეში, მიწა ან ოდნავ უსწორმასწორო ზედაპირი, მაგრამ ზოგადად კარგადაა შენარჩუნებული ან მინიმალურად დაზიანებული, რაც მოითხოვს ზომიერ უგზოობის შესაძლებლობას.

Our vehicles classified as "Easy Off-Road" are designed for comfortable and reliable travel between populated areas on less demanding terrains. This classification refers to functional roads, such as rural or local roads, that connect villages, towns, or other settlements. These roads may have gravel, dirt, or slightly uneven surfaces but are generally well-maintained or minimally damaged, requiring moderate off-road capability

უგზოობის შესაძლებლობის აღწერა გასაქირავებელი მანქანებისთვის

Off-Road Capability Description for Rental Vehicles

ჩვენი მანქანები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც "ნებისმიერი სირთულის უგზოობისთვის", შექმნილია სხვადასხვა რთული რელიეფის გასამკლავებლად, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო მგზავრობას დასახლებულ პუნქტებს შორის. ეს კლასიფიკაცია ეხება ფუნქციონალურ გზებს, როგორიცაა სოფლის ან მეორეხარისხოვანი გზები, რომლებიც აკავშირებენ სოფლებს, დაბებს ან სხვა დასახლებებს. ამ გზებს შეიძლება ჰქონდეს ხრეში, მიწა ან უსწორმასწორო ზედაპირი, რაც მოითხოვს გაძლიერებულ წევას და გამძლეობას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "ნებისმიერი სირთულის უგზოობა" არ მოიცავს ყველა სახის ბილიკს, განსაკუთრებით ტყეებში, მინდვრებში ან არაოფიციალურ ბილიკებზე (მაგ., სატყეო ან ხე-ტყის გზები). ეს მანქანები არ არის განკუთვნილი ექსტრემალური უგზოობის თავგადასავლებისთვის ან არაფუნქციონალური ბილიკებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დასახლებებს შორის მკაფიო კავშირი. თქვენი უსაფრთხოებისა და მანქანის მდგომარეობის გათვალისწინებით, გირჩევთ, დაიცვათ დადგენილი მარშრუტები, რომლებიც შესაფერისია დასახლებულ პუნქტებს შორის მგზავრობისთვის.

Our vehicles classified as "Any Difficulty Off-Road" are designed to handle a wide range of challenging terrains, ensuring safe and reliable travel between populated areas. This classification refers to functional roads, such as rural or secondary roads, that connect villages, towns, or other settlements. These may include gravel, dirt, or uneven roads that require enhanced traction and durability. Please note that "Any Difficulty Off-Road" does not encompass all types of paths, particularly those in forests, fields, or non-designated trails (e.g., forestry or logging roads). These vehicles are not intended for extreme off-road adventures or non-functional paths that lack a clear connection between settlements. For your safety and the vehicle’s condition, we recommend sticking to established routes suitable for travel between populated areas.

საბოლოო შენიშვნა მანქანის გამოყენებისა და პასუხისმგებლობის შესახებ

Final Note on Vehicle Usage and Responsibility

მიუხედავად არჩეული მანქანის კლასისა — ქალაქის/ავტომაგისტრალის, მარტივი უგზოობის ან ნებისმიერი სირთულის უგზოობის — მომხმარებლები პასუხისმგებელნი არიან იმის უზრუნველყოფაზე, რომ მანქანის კლირენსი და შესაძლებლობები ადეკვატური იყოს გზის პირობებისთვის. თუ მომხმარებელი შეეცდება გაიაროს დაზიანებული ან შეუფერებელი გზის მონაკვეთი, რომელიც აღემატება მანქანის კლირენსის შესაძლებლობებს და გამოიწვევს მანქანის დაზიანებას, ის სრულად იქნება პასუხისმგებელი შეკეთების ხარჯებზე. დაზიანების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, ყურადღებით შეაფასოთ გზის პირობები და დაიცვათ მანქანის დანიშნულებისამებრ გამოყენების მითითებები.

Regardless of the vehicle class chosen—City/Highway, Easy Off-Road, or Any Difficulty Off-Road—customers are responsible for ensuring the vehicle’s ground clearance and capabilities are adequate for the road conditions. If a customer attempts to navigate a damaged or unsuitable road section that exceeds the vehicle’s clearance capabilities and causes damage to the vehicle, they will be fully responsible for the repair costs. To avoid damage and ensure a safe journey, please assess road conditions carefully and adhere to the vehicle’s designated usage guidelines.

წესები ჯარიმის შემთხვევაში

Rules regarding fines

იმ შემთხვევაში თუ ქირავნობის პერიოდში ავტომანქანის დამქირავებას დაეკისრება რაიმე სახის პარკირების ან სატრანსპორტო ჯარიმა, ავტომანქანის დამქირავებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ავტომანქანის მიმწოდებელს შესაბამისი თანხა (შენიშვნა: მოითხოვეთ სახელმწიფო დოკუმენტები, მათ შორის ოფიციალური საიტიდან როგორებიცაა მაგ. https://parking.tbilisi.gov.ge/, https://police.ge და სხვ.) საპატრულო პოლიციის ჯარიმის შემთხვევაში, ავტომანქანის დამქირავებელი ვალდებულია მიჰყვეს ავტომანქანის მიმწოდებლის ინსტრუქციებს და აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამის ჯარიმაზე.

ყველა ჯარიმა რომელიც გადაცემული იქნება უშუალოდ დამქირავებლისთვის რეგისტრირებულია საპატრულო პოლიციის ერთან ბაზაში და ავტომანქანის დამქირავებლი ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული ჯარიმა ქვეყნის დატოვებამდე.

ჩვენ არ გიწერთ დამატებით ჯარიმას, გარდა ნასვამ მდგომარეობაში ტარებისა. თუ ნასვამ მდგომარეობაში ტარებისას დაგეკისრებათ ჯარიმა, თქვენ დაკარგავთ მართვის მოწმობას, მანქანას ჩამოგართმევთ პოლიცია და ჩვენგან დაგეკისრებათ 500 ევროს ოდენობის ჯარიმას. საქართველოში ალკოჰოლის ტოლერანტობის ზღვარი შეადგენს 0.3 პრომილეს.

ჯარიმების გადახდისას სადებეტო/საკრედიტო ბარათით (Viza ან Mastercard სადებეტო ან საკრედიტო ბარათი) ჩვენს გადახდის ტერმინალზე, დაემატება დამატებით 22% საგადასახადო გადასახადი.

If during rental period Car Renter violates any parking or traffic laws, Car Renter is obliged to compensate the amount of fine defined by Car Provider (NOTE: ask for documentation from official government sites for egs. https://parking.tbilisi.gov.ge/, https://police.ge, etc.). In case of police fine, Car renter is obliged to follow the instructions of the Car Provider and take responsibilities on fine.

All fines that have been handed personally are registered in police database on Car Renter’s name and must be paid by Georgian law before departure from the country

We does not charge you any extra fees for penalties besides penalty for drinking and driving. If you get a penalty for drinking and driving, you will lose your driving license, vehicle will be confiscated by police, and you will be charged 500 EUR penalty from us. Tolerance for alcohol in Georgia is 0.3 promilles.

When paying fines with a Debit/Credit Card payment (Viza or Mastercard Debit or Credit Card) at our payment terminal, an additional 22% for tax charge will be applied.

ავტოდახმარების წესები

Car Road Assistance Terms

ჩვენი ავტოდახმარების სერვისი უზრუნველყოფს მხარდაჭერას ავტომანქანასთან დაკავშირებული პრობლემების დროს ქირავნობის პერიოდში, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: საბურავის დაშვება, აკუმულატორის გაუმართაობა, მექანიკური დაზიანებები და მანქანის ჩაკეტვა.

უფასო ავტოდახმარება

თუ პრობლემა არ არის ავტომანქანის დამქირავებლის ბრალი, ავტოდახმარება მოგეწოდებათ უსასყიდლოდ.

ეს მოიცავს:

მექანიკური ან ელექტრული გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია ნორმალური ცვეთით.

პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით (მაგ., ვანდალიზმი, ქურდობა, შეჯახება, რომელიც გამოიწვია სხვა მძღოლმა, ან ამინდთან დაკავშირებული დაზიანებები, როგორიცაა წყალდიდობა ან ხის ტოტების ჩამოვარდნა).

მწარმოებლის ხარვეზები ან მანქანის წინასწარ არსებული მდგომარეობა.

ფასიანი დახმარება

თუ პრობლემა წარმოიქმნება იჯარის მიმღების უხეში გაუფრთხილებლობის გამო, გზის დახმარებისთვის დაწესდება 150 ევროს ოდენობის გადასახადი. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

მანქანის მართვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

მანქანაში არასწორი საწვავის ან სითხეების გამოყენება.

გამაფრთხილებელი შუქების ან მანქანის სიგნალების იგნორირება, რამაც გამოიწვია დაზიანება.

მანქანის ექსპლუატაცია აკრძალულ ან საშიშ პირობებში (მაგ., უგზოობაზე მართვა, თუ ეს დაშვებული არ არის).

მანქანის დაუცველად დატოვება, რამაც გამოიწვია დაზიანება ან ქურდობა.

მანქანის გადატვირთვა მისი დასაშვები ტევადობის მიღმა, რამაც გამოიწვია მექანიკური დაზიანება.

უნებართვო მძღოლისთვის მანქანის მართვის დაშვება, რამაც გამოიწვია დაზიანება ან ინციდენტი.

ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევა;

საქართველოში მოქმედი არცერთი სადაზღვევო კომპანია არ მიიჩნევს შემთხვევით დაზიანებად მართვის დროს დაზიანებულ საბურავებს. ქალაქის/მაგისტრალის ავტომობილების საბურავების ღირებულება შეადგენს 60 ევროს თითოეული საბურავისთვის, მარტივი უგზოობის ავტომობილების საბურავების ღირებულება შეადგენს 100 ევროს თითოეული საბურავისთვის, ხოლო რთული უგზოობის ავტომობილების საბურავების ღირებულება შეადგენს 150 ევროს თითოეული საბურავისთვის.

ავტომობილის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში, გასაღების საფასური შეადგენს 100 ევროს.

მძღოლის, მგზავრების ან ავტომობილში არსებული ნებისმიერი ქონების დაზიანება ავარიის ან გაქირავების პერიოდში არ იფარება დაზღვევით და არცერთი მხარე არ ანაზღაურებს მას. (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ის უნდა იყოს დაფარული თქვენი სამოგზაურო დაზღვევით საქართველოში შესვლის დროს)

Our car road assistance service provides support for vehicle-related issues during the rental period, including but not limited to flat tires, battery failure, mechanical breakdowns, and lockouts.

Free Assistance:

If the issue is not the fault of the car renter, road assistance will be provided at no additional cost.

This includes:

Mechanical or electrical failures due to normal wear and tear.

Issues caused by external factors (e.g. vandalism, theft, collisions caused by another driver, or weather-related damage such as flooding or fallen tree branches).

Manufacturer defects or pre-existing vehicle conditions.

Chargeable Assistance

If the issue arises due to gross negligence by the renter, a fee of €150 will be charged for road assistance. Gross negligence includes, but is not limited to:

Driving under the influence of alcohol or drugs.

Using improper fuel or fluids in the vehicle.

Ignoring warning lights or vehicle alerts leading to damage.

Operating the vehicle in prohibited or hazardous conditions (e.g., off-road driving unless permitted).

Failure to secure the vehicle, resulting in damage or theft.

Overloading the vehicle beyond its specified capacity, causing mechanical damage.

Allowing an unauthorized driver to operate the vehicle, leading to damage or an incident.

Violation of vehicle operation rules.

Tires damaged during driving are not considered as an accidental damage by any insurance company in Georgia. Payment for the City / Highway Cars tires are charged 60 EUR each tire, for Easy Off-Road Car tires are charged 100 EUR each tire, for Difficult Off-road Cars tires are charged 150 EUR each tire.

In case of losing vehicle keys payment for the key is 100 EUR

Any damage or loss made to the driver, passengers or to any property inside the vehicle during an accident or rental period is not covered by insurance and not refundable by any party. (According to the Georgian legislation it must be covered by your travel insurance during the entry to Georgia)

დამქირავებლის პასუხისმგებლობა და ბრალეულობის განსაზღვრა

Renter Liability and Fault Determination

დაზღვევის პირობების დარღვევის შემთხვევაში (როდესაც დაზღვევის კომპანია არ ფარავს ზიანს) ან მძიმე გაუფრთხილებლობის შემთხვევებში, მანქანის იჯარის მიმღები პასუხისმგებელია მანქანისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურებაზე. იმის განსაზღვრა, გამოწვეული იყო თუ არა პრობლემა მძიმე გაუფრთხილებლობით, განხორციელდება ჩვენი ავტორიზებული სერვისის პროვაიდერის ან წარმომადგენლის მიერ მანქანის შემოწმებისა და ინციდენტის გარემოებების განხილვის შემდეგ.

In the event of violating insurance terms (where the insurance company does not cover damages) or in cases of gross negligence, the car renter is responsible for compensating any damage caused to the vehicle. The determination of whether the issue was caused by gross negligence will be made by our authorized service provider or representative after inspecting the vehicle and reviewing the circumstances of the incident.

წესები ავტომობილის დაბრუნების / დაგვიანების შესახებ

Rules regarding timing and late return

ავტომანქანის დამქირავებელი ვალდებულია დააბრუნოს ავტომანქანა დათქმულ ვადაში. ნებისმიერი დაგვიანება 3-8 საათის პერიოდით გამოიწვევს დაჯარიმებას ქირავნობის დღიური ღირებულების 50%-ის ოდენობით, ნებისმიერი დაგვიანება 8-24 საათამდე პერიოდით გამოიწვევს დაჯარიმებას ქირავნობის დღიური ღირებულების სრული ოდენობით. 24+ მეტი საათით დაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას დღიური საფასურის ორმაგი ოდენობით თუ სხვა რამ არ იქნება მოლაპარაკებული ავტომანქანის მიმწოდებელთან

გაქირავებული ავტომანქანა უნდა დაბრუნდეს დროულად. იმ შემთხვევაში თუ არსებობს იმის ალბათობა რომ დაბრუნება მოხდება დაგვიანებით ავტომანქანის დამქირავებელი ვალდებულია შეატყობინოს ავტომანქანის მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ რათა შეათანხმოს დაბრუნების დრო. იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანის მიმწოდებელი არ იქნება ინფორმირებული ან არ ეთანხმება გვიან დაბრუნებას და ავტომანქანა არ დაბრუნდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ავტომანქანის მიმწოდებელი იტოვებს უფლებას მიმათოს პოლიციას და განაცხადოს ავტომანქანის მოპარვის შესახებ.

Car Renter must return the Car in timely manner as negotiated. Any delays between 3-8 hours will be charged with 50% of rental day price, and any delays between 8-24 hours will be charged full rental day price. 24+ hours delay will be charged with double price unless negotiated with Car Provider

Rented Car must be returned on time. If there is any chance the return might be late, the Car Renter should contact the Car Provider immediately to agree on the new time of return. If the Car Provider is not informed or do not agree with a late return and the vehicle is late for more than 3 hours, the Car Provider keeps right to call the police and report a stolen vehicle;

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Privacy policy

ავტომანქანის მიმწოდებელს უფლება აქვს მიაწოდოს ავტომანქანის დამქირავებლის შესახებ ინფორმაცია მესამე პირებს, რათა მათ შესაძლებლობა ქონდეთ დაუკავშირდნენ დამქირავებლს და შესთავაზონ შესაბამისი პროდუქტი თუ მომსახურება.

ავტომანქანის მიმწოდებელი აგროვებს და უფლება აქვს გადასცეს ინფორმაცია მესამე პირს, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქმიანობისათვის, რომელიც იდენტიფიცირებულია ვებ-გვერდზე (მხოლოდ ამ კონტრაქტის პირობების მიზნით) მანქანის დამქირავებლის პირადი მონაცემები პირდაპირ მისგან (მაგ. როდესაც მანქანის დამქირავებელი რეგისტრაციის ან შეკევთოს დროს ავსებს პირად მონაცემებს)

კანონით დაშვებული ფარგლებში, მანქანის მომწოდებელი არ იძლევა არანაირ გარანტიას ან წარმოდგენას მონაცემთა დამუშავებისა და შენახვისთვის გამოყენებული უსაფრთხოების ზომების ადეკვატურობასთან დაკავშირებით.

მიმწოდებელი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს უსაფრთხოების პოლიტიკა, რათა მოარგოს ის ვებ გვერდზე ახალ ფუნქციებსა თუ პარამეტრებს , ან შეცვლილ იურიდიულ მდგომარეობას.

კონფიცენციალურობის პირობა არ ვრცელდება ისეთ ინფორმაციაზე რომელიც ცნობილია მესამე პირებისათვის ან წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

Car Provider may disclose Car Renter’s enquiry data to third party suppliers of cars and services identified on website, for the purpose of enabling them to contact Car Renter so that they could offer relevant products or services to Car Renter.

Car Provider collects and has right to hand it over to the third person which will only use this information for the purposes of its field of activity (only for purposes of the services of this contract) Car Renter’s personal information directly from Car Renter (e.g., when Car Renter provides personal information during register or booking).

To the extent permitted by law, Car Provider makes no representation or warranty with regard to the sufficiency of the security measures used for data handling and storage.

Car Provider reviews this privacy policy at regular intervals to assure compliance with applicable law. Car Provider reserves the right to modify or update this privacy policy at any time in order to adapt it to new functions or features on the website or a changed legal situation;

The duty to confidentiality does not cover information that is available to the party or may be public independently.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და იურისდიქცია

Governing law and jurisdiction

ეს შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ან მომდინარი ყველა საკითხი რეგულირდება და განმარტებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ყველა დავა, რომელიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან განსახილველად წარედგინება საქართველოს სასამართლოს.

This Agreement and all matters arising from or connected with shall be governed by and construed in accordance with the laws of the Georgia at Tbilisi City Court.

All disputes arising out of or in connection with this Agreement shall be submitted to the jurisdiction of the Georgian Courts.

ფორს-მაჟორი

Force-major

მხარეები არ არიან პასუხისმგებლები ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს წყალდიდობას, მიწისძვრას, ხანძარს, სამხედრო ბლოკადას ან სახელმწიფო რეგულაციას.

მხარე, რომელიც მოქმედებს ფორს-მაჯორულ მდგომარეობაში, ვალდებულია მეორე მხარის წერილობითი ფორმით შეატყობინოს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ფორს-მაჯორული დაწყების, სავარაუდო ხანგრძლივობისა და მისი დასრულების შესახებ;

ფორს-მაჯორული გარემოების შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა სათანადო ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული ფორს-მაჯორული გარემოებებიდან გამოწვეული უარყოფითი შედეგები და დაუყოვნებლივ აცნობონ მეორე მხარეს წერილობითი ფორმით აღნიშნულის შესახებ.

The parties are not responsible for non-fulfilment of the obligations envisaged in the agreement in case of force majeure, which includes flood, earthquake, fire, military blockade, regulations or acts of public bodies.

The party, which appeared in a force majeure situation is obliged to inform the other party in written form in 10 (ten) calendar days about the force majeure start, approximate duration and its execution;

In case of force majeure, the parties are obliged to take possible, appropriate measures in order to prevent the negative results of force majeure and immediately inform the other party about it in written form.

ხელშეკრულების სხვა პირობები

Other terms of the Agreement

წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ცალმხრივად ავტომანქანის მიმწოდებლისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინებას შეიძლება ასევე მიეწოდოს მობილური ტელეფონით ან / და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით.

მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის მიმწოდებელს არ შეუძლია არჩეული ავტომანქანის მიწოდება ავტომანქანის მიმწოდებელი შეეცდება უზრუნველყოს ანალოგიური ან უკეთესი კლასის ავტომანქანის მიწოდებას.

ამ შეთანხმების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, მათ შორის ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტი დაზღვევის დანართი, ჯარიმები და ზიანის დადგომის პროტოკოლი.

დანართები წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს

წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია ელექტრონული ფორმით ავტომანქანის მიმწოდებელსა და ავტომანქანის დამქირავებელს შორის და გააჩნია სამართლებრივი ძალა.

ხელშეკრულების სხვა პირობები ასახულია ვებ-გვერდზე www.parent.ge, წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და სავალდებულოა ყველა მხარისათვის.

The present Agreement may be prematurely terminated unilaterally by communicating a notification to the Car Provider. The notification may also be communicated by a text message sent by the mobile phone and/or e-mail.

Parties agree that in case Car Provider cannot provide Car Renter with the chosen Car, Car Provider will try to provide with similar or higher-class car.

All attachments to this Agreement shall become an inherent part of this Agreement including Hand-over protocol between Car Renter and Car Provider and Annex of Insurance, fines and damage reporting.

Annexes represent the integral part of the present agreement.

The present Agreement is convened online by electronic sign from Car Renter and Car Provider and has legal power.

Other terms of the Agreement are reflected on the website www.parent.ge, constitute an integral part of this Agreement and are binding on all parties.